"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიუსელში ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს შეხვდა. ინფორმაციას "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკომისიის მხრიდან შედგენილ 12 - პუნქტიან გეგმას.
გიორგი ვაშაძის თქმით, ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარდაჭერას უცხადებს.
"ევროპარლამენტში, შევხვდით საქართველოს დიდ გულშემატკივარს სვენ მიქსერს, რომელიც ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარდაჭერას უცხადებს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსთვის ევროკომისიის მხრიდან შედგენილ 12 - პუნქტიან გეგმაზე, რომლის რეალიზებასაც სჭირდება ეროვნული თანხმობა და სისტემური მუშაობა იმისთვის, რომ საქართველომ ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვას და მიიღოს კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს", - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"