იენს სტოლტენბერგი - პუტინმა დიდი შეცდომა დაუშვა უკრაინისა და ნატო-ს შესაძლებლობების შეფასებისას - მას ნაკლები ნატო სურდა და რასაც ახლა იღებს, არის მეტი ნატო

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგობა და ნატო-ს სამხედრო ალიანსის ერთიანობა ვერ შეაფასა. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მან [პუტინმა] დიდი შეცდომა დაუშვა და სრულიად ვერ შეაფასა უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე, უკრაინელი ხელმძღვანელობისა და უკრაინელი ხალხის გამბედაობა, ასევე მან ვერ შეაფასა ნატო-ს და პარტნიორების ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში“, - განუცხადა სტოლტენბერგმა CNN-ს.

ნატო-ს მადრიდის სამიტზე საუბრისას სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პუტინმა ვერ მიაღწია მიზნებს, როდესაც საქმე ნატო-ს ალიანსის დასუსტებას ეხებოდა.

„ამ ომის დასაწყისში მისი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ მას ნაკლები ნატო სურდა. ის, რასაც ახლა იღებს, არის მეტი ნატო, ორი ახალი წევრით, მათ შორის ფინეთით, რომელსაც აქვს საზღვარი რუსეთთან,“, - განუცხადა მან ამანპურს.

სტოლტენბერგის თქმით, ის უგულებელყოფს პუტინის რიტორიკას და მას ქმედებებზე დაყრდნობით შეაფასებს.

„ის რასაც ის აკეთებს უკრაინაში არის საერთაშორისო სამართლის სასტიკი დარღვევა. ეს არის ომი, რომელსაც მოჰყვა უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე მსხვერპლად და უზარმაზარი დანაკარგები“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მადრიდში ნატო-ს სამიტზე მიღწევები სამხედრო ალიანსის "გამარჯვებაა".

„ნატო-ს გამარჯვებაა ის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობა და ცვლილების უნარი, ადაპტირება მაშინ, როცა სამყარო იცვლება. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ვხედავთ ძალის სასტიკ გამოყენებას ნატო-ს ახლო მეზობლის, ნატო-ს ახლო პარტნიორის მიმართ უკრაინაში, და სწორედ ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვნად გავძლიერდით და გავაძლიერებთ ჩვენს ყოფნას აღმოსავლეთ ნაწილში“, - დასძინა მან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო