თითქმის 16 მილიონ უკრაინელს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა ოსნატ ლუბრანიმ განაცხადა.
„დღეს უკრაინაში თითქმის 16 მილიონ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება - წყალი, საკვები, ჯანდაცვის სერვისები“, - აღნიშნა ლუბრანიმ პრესკონფერენციაზე.
გაერო-ს წარმომადგენელმა დასძინა, რომ ომის გამო, მინიმუმ 6 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია და კიდევ 5,3 მილიონი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ლტოლვილადაა ქცეული.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"