ინდონეზიის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი გადავეცი

ინდონეზიის პრეზიდენტის ჯოკო ვიდოდოს განცხადებით, მან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი გადასცა. ამის შესახებ მან მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

ვიდოდომ გზავნილის შესახებ დეტალები არ გაამჟღავნა, მაგრამ დასძინა, რომ მან გამოხატა "მზაობა" ორ ლიდერს შორის კომუნიკაციის დაწყებას ხელი შეუწყოს.

ვიდოდომ თქვა, რომ ინდონეზია გააგრძელებს რუსეთთან თანამშრომლობას.

როგორც ცნობილია, ვიდოდომ ზელენსკი ნოემბერში G20-ის სამიტზე ბალიში მიიწვია.

AFP-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა განუცხადა ვიდოდოს, რომ მისი დასწრება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ იქნება იქ, რადგან რუსეთიც არის ,,დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყანა და ვლადიმერ პუტინი შესაძლოა შეხვედრას დაესწროს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს