ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა საფრანგეთისგან ჩეხეთმა გადაიბარა

მადრიდში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრისთვის პეტრ ფიალისთვის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაცემის ცერემონია გაიმართა.

ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს საფრანგეთის თავმჯდომარეობა Twitter-ზე იუწყება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭოს საფრანგეთის პრეზიდენტობიდან ექვსი თვის შემდეგ, მადრიდში ნატოს სამიტის ფარგლებში, გაიმართა ევროკავშირის თავმჯდომარეობის საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალისთვის გადაცემის ცერემონია.

წევრი სახელმწიფოები ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას როტაციის წესით, ექვსი თვის განმავლობაში იკავებენ. თავმჯდომარე ქვეყანა ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას, ზედამხედველობს მისი ამოცანების შესრულებას, ხელს უწყობს პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებას და ასრულებს შუამავალ ფუნქციას წევრ სახელმწიფოებს შორის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს