რომის პაპი - მსოფლიო ჩამოშლილია სასტიკი და უაზრო ომით

პაპმა ფრანცისკემ რუსეთი ირიბად დაადანაშაულა უკრაინის წინააღმდეგ „სასტიკ და უაზრო ომში“. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო “როიტერსი“ წერს.

პონტიფიკოსმა აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტმა ქრისტიანები ერთმანეთს დაუპირისპირა.

„გაყოფილ ქრისტიანებს შორის შერიგება, როგორც კონფლიქტში მყოფ ხალხებს შორის მშვიდობის ხელშემწყობი საშუალება, ყველაზე დროული განხილვის საკითხია ამ დღეებში, რადგან ჩვენი მსოფლიო ჩამოშლილია სასტიკი და უაზრო ომით, რომელშიც ბევრი, ბევრი ქრისტიანი ერთმანეთს ებრძვის” , - განაცხადა პაპმა.

მედიის ცნობით, რუსეთზე მკაფიო მინიშნებით, რომის პაპმა დასძინა, რომ ყველაფერი საჭიროა იმის აღიარებისთვის, რომ შეიარაღებულ დაპყრობას, ექსპანსიონიზმს და იმპერიალიზმს არაფერი აქვს საერთო იმ სასუფეველთან, რომელიც იესომ გვახარა.

ცნობისთვის, გუშინ პაპმა ფრანცისკემ რუსული ძალების მიერ ქალაქ კრემენჩუკში, ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრში განხორციელებული „ბარბაროსული“ დაბომბვა დაგმო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა