ნუგზარ წიკლაური აქციებზე - ჩვენ მთლიანად დავუთმეთ ასპარეზი ადამიანებს, რომელთაც მხოლოდ ეროვნული ინტერესები აქვთ - შემდეგი ეტაპი იქნება, სადაც პოლიტიკური პარტიები აუცილებლად ჩაერთვებიან

იმუქრებოდნენ, რომ ევროპას და ევროპულ ქმედებებს ახდიდნენ ფარდას, თუ რამეს ახადეს ფარდა ამ ადამიანებმა, ფარდა ახადეს „ქართულ ოცნებას“, მათ გამოააშკარავეს, რომ „ქართული ოცნება“ არის ანტიევროპული ძალა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების შესახებ საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისი თქმით, რასაც ვისმენთ მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის მხრიდან „ეს არის სრულიად გამაოგნებელი“.

„მიმაჩნია, რომ ეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაა. არავითარი სამი დეპუტატი არ არსებობს. არ მგონია, რომ ეს არის რაღაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება. რასაც ამ ადამიანების მხრიდან ვისმენთ, სრულიად გამაოგნებელია. ისინი იმუქრებოდნენ, რომ ევროპას და ევროპულ ქმედებებს ახდიდნენ ფარდას, თუ რამეს ახადეს ფარდა ამ ადამიანებმა, ფარდა ახადეს „ქართულ ოცნებას“. მათ გამოააშკარავეს, რომ „ქართული ოცნება“ არის ანტიევროპული ძალა. იმედია ბევრმა ადამიანმა მოისმინა და წაიკითხა ის ეპისტოლეები, რომელიც შესთავაზეს მათ ქართველ ხალხს.

ამავე დროს, „ქართული ოცნების“ მხრიდან არ არსებობს არცერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ ისინი სიმართლეს არ ამბობენ. ამიტომ, მოსწრებულად ითქვა ერთხელ უკვე, შექმნეს „ალტ-ინფოს“ საპარლამენტო ჯგუფი პარლამენტში“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ არ აქვთ არც იმედი და არც სურვილი იმისა, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი.

„მათ გვითხრეს, რომ უკვე ორი თვის წინ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა, თვითონ კობახიძე, პარტიის თავმჯდომარე ეუბნებოდა პარტიის წევრებს, რომ ეს არის ერთგვარი ხაფანგი, რაც ევროპამ ახლა შემოგვიგდოო, სათაგური რომელიც შემოგვიგდოო, აი ამ კანდიდატობის შემოთავაზებით, რომ ჩვენ არ მიგვიღებენ, ეს არის შეთქმულება, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ანტიქართული ძალები თითქოს არსებობენ ევროპის პარლამენტში, ეს რეზოლუციაც ამის ნაყოფია. სრულიად ცხადია, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ არც იმედი და არც სურვილი იმისა, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი, ამიტომ სულ უფრო და უფრო დამაჯერებელი ხდება ის მოსაზრება, რომ ეს იყო საბოტაჟი“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაურმა გადაცემაში 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა და ორგანიზატორთა და აქციაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის პოლიტიკოსების ნაკლებობა შემდეგნაირად ახსნა: „ჩვენ გავთავისუფლდით ამ შიდა დაპირისპირებებისაგან და დავუთმეთ მთლიანად იმ ადამიანებს ასპარეზი, რომელთაც პარტიული ინტერესები კი არ აქვთ, მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესები აქვთ“.

„ასე არ ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში პოლიტიკური პარტიების გარეშე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების გარეშე არის შესაძლებელი, თუმცა არსებობს ერის ისტორიაში რაღაც გარდამტეხი მომენტები როდესაც პარტიული ზღვარი იშლება და რაღაც დაპირისპირებები მეორე პლანზე გადადის.

თუკი პოლიტიკური პარტიები გადაწყვეტდნენ, რომ თვითონ ყოფილიყვნენ ყველაფრის მოთავეები, ცხადია, რომ სხვადასხვა ეჭვები იარსებებდა. სრულიად ბუნებრივია ქიშპობა ერთმანეთში პოლიტიკური პარტიების და განსხვავებული მოსაზრებები. ჩვენივე გადაწყვეტილება იყო ეს, რომ ეს სულისკვეთება, რაც გამოიწვია ამ ანტიევროპულმა ნაბიჯმა „ქართული ოცნების“, პასუხგაცემული ყოფილიყო სწორედ ქართველი ხალხის მიერ. ჩვენ გავთავისუფლდით ამ შიდა დაპირისპირებებისაგან და დავუთმეთ მთლიანად იმ ადამიანებს ასპარეზი, რომელთაც პარტიული ინტერესები კი არ აქვთ, აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესები.

შემდეგი ეტაპი აუცილებლად იქნება, სადაც პოლიტიკური პარტიები აუცილებლად ჩაერთვებიან და მე მიმაჩნია, რომ ესეც იქნება ძალიან ნორმალური მოვლენა“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო საქმიანობა შეწყვიტოს და შეიძლება თუ არა ეს იყოს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ძლიერი მექანიზმი, ნუგზარ წიკლაური პასუხობს, რომ: „სავსებით შესაძლებელია ასეც იყოს, ოღონდ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტს უნდა დაველოდოთ. დასამალი არა არის და ჩვენ ღიად ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე. ყოველთვის იყო ძალიან ფართო დისკუსია იმაზე, რომ შესაძლოა ამ პარლამენტში მონაწილეობა ლეგიტიმაციას აძლევს პარლამენტს, რომელიც დარღვევებით და ფალსიფიკაციით იქნა არჩეული. ახლა არის ახალი პოლიტიკური მომენტი, მნიშვნელოვანი იქნება ხალხის რაოდენობა, მნიშვნელოვანი იქნება ხელისუფლების პასუხი, თუ საბოლოოდ ამოიწურა ყველანაირი რესურსი იმისა, რომ რამე მაინც გააკეთოს საპარლამენტო გუნდმა პარლამენტში, ჩაბღაუჭებული ამ სავარძლებს არავინ არ არის“.

გავთავისუფლდით ამ შიდა დაპირისპირებებისაგან და დავუთმეთ მთლიანად იმ ადამიანებს ასპარეზი, რომელთაც პარტიული ინტერესები კი არ აქვთ, აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა