რუსეთმა ბრიტანეთის ელჩი "შეურაცხმყოფელი" კომენტარების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა

რუსეთმა დიდი ბრიტანეთის ელჩი დებორა ბრონერტი საგარეო საქმეთა სამინისტროში "შეურაცხმყოფელი" კომენტარებისა და ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ "განზრახ ცრუ ინფორმაციის" გავრცელების გამო დაიბარა.

ლავროვის უწყებამ დღეს განაცხადა, რომ ელჩ დებორა ბრონერტთან "ძლიერი პროტესტი" გამოხატეს ბრიტანეთის ხელმძღვანელობის მიერ რუსეთის, მისი ლიდერისა და ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლების, ისევე როგორც რუსი ხალხის მიმართ უხეში განცხადებების გამო.

ელჩს მემორანდუმი გადასცეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ "დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლების შეურაცხმყოფელი რიტორიკა მიუღებელია" და "ზრდილობიან საზოგადოებაში, ჩვეულებაა, რომ ასეთი განცხადებებისთვის ბოდიში მოიხადონ”.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს