გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეროვნული თანხმობის მთავრობის ინიციატივას პოზიტიურად აფასებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ ბრიუსელში ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრა გამართა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ევროპარლამენტარი ეროვნული თანხმობის მთავრობის იდეას გაეცნო, რომელსაც პოზიტიური შეფასება მოჰყვა კრამონის მხრიდან.

„ბრიუსელში შევხვდი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს. შეხვედრაზე ჩვენ ევროპელ კოლეგას გავაცანი ეროვნული თანხმობის მთავრობის ინიციატივა, რომელიც მან პოზიტიურად შეაფასა. ასევე ვიოლა ფონ კრამონი პოზიტიურად აფასებს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპული ოჯახის წევრობასთან დაკავშირებით. შევეხეთ საქართველოს ამჟამინდელ კრიზისულ მდგომარეობას და ვიმსჯელეთ ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან თავის დაღწევის გზებზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო