ევროპული საბჭო ევროპარლამენტს მიმართავს, სანქციების დარღვევა „ევროკავშირის დანაშაულების“ სიაში შეიტანოს

ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტს თხოვნით მიმართა, შემზღუდავი ზომების დარღვევა „ევროკავშირის დანაშაულების“ სიაში დაამატოს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში ევროკავშირმა მიიღო რიგი შემაკავებელი ზომები და აუცილებელია ამ ზომების სრულად განხორციელება. ამჟამად წევრ ქვეყნებს აქვთ ძალიან განსხვავებული დეფინიციები იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს შემზღუდავი ზომები დარღვევა და რა სასჯელი უნდა იქნას გამოყენებული დარღვევის შემთხვევაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სანქციების აღსრულების სხვადასხვა ხარისხი და ამ ზომების გვერდის ავლა, რაც პოტენციურად საშუალებას მისცემს სანქცირებულ პირებს გააგრძელონ წვდომა მათ აქტივებზე და მხარი დაუჭირონ რეჟიმებს, რომლებიც ევროკავშირის ზომების სამიზნეს წარმოადგენენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპულ საბჭოში აცხადებენ, რომ სანქციების დარღვევის „ევროკავშირის დანაშაულთა“ სიაში შეტანა შესაძლებელს გახდის დირექტივის მიღებას, რომელიც მოიცავს მინიმალურ წესებს ევროკავშირის შემზღუდავი ზომების დარღვევისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის და სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

„ეს უზრუნველყოფს სანქციების აღსრულების თანაბარ ხარისხს ევროკავშირის მასშტაბით და ხელს შეუშლის ევროკავშირის ზომების გვერდის ავლის ან დარღვევის მცდელობებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს