„საქპატენტი“ ინტელექტუალური საკუთრების წინასწარი დიაგნოსტიკის მომსახურების დასანერგად მუშაობას აგრძელებს

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა და კომერციალიზაცია, არამატერიალური აქტივების იდენტიფიცირების გზები არის ის მთავარი თემები, რომელიც“ საქპატენტის“ ექსპერტებისთვის გამართულ რიგით მეორე ტრენინგზე განიხილება.

„საქპატენტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში გუშინ დაიწყო სასწავლო აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს, „საქპატენტის“ თანამშრომლების გადამზადებას წინასწარი დიაგნოსტიკის მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ტრენინგს ინტელექტუალური საკუთრების უცხოელი ექსპერტი ელისონ ორი უძღვება.

„სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ მიმდინარე ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს EUGIPP-ის ხელმძღვანელმა მარტინ მარიანოვმა და პროექტის აღნიშნული კომპონენტის ლიდერმა, საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშებს დეპარტამენტის უფროსმა მერაბ კუციამ. პროექტის ხელმძღვანელმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ EUGIPP-ს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის მიზანია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება ინოვაციების ხელშეწყობის გზით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა კი გადამწყვეტი ფაქტორია აღნიშნულის განსახორციელებლად, შესაბამისად, მიზნის მიღწევის ერთ-ერთი მექანიზმია კონკრეტული ქმედებების განხორციელება მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (SMEs), ისეთის როგორსაც წარმოადგენს მათთვის ინტელექტუალური საკუთრების წინასწარი დიაგნოსტიკის მომსახურების გაწევა.

მერაბ კუციამ, „საქპატენტის“ სახელით, პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებას (EUIPO), EUGIPP-ის ხელმძღვანელსა და პროექტის გუნდს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ახალი სერვისის დანერგვა ერთ-ერთი პრიორიტეტია საქპატენტისთვის, როგორც სერვისებზე ორიენტირებული ინტელექტუალური საკუთრების უწყებისთვის.

მიმდინარე სასწავლო აქტივობა უცხოელი ექსპერტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, შაბლონებისა და ინსტრუმენტების მიხედვით პრაქტიკულ მაგალითებზე მუშაობას მოიცავს, მათ შორის, პირველი ტრენინგის შემდგომ დატოვებული მასალის, რეკომენდებული სახელმძღვანელოებისა და პრაქტიკული საცნობარო დოკუმენტების ანალიზს, რომელიც „საქპატენტის“ ექსპერტებს მოამზადებს მცირე და საშუალო მეწარმეებთან კონსულტაციების გასაწევად.

EUGIPP წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტს, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან მიმდინარეობს და მას ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) ახორციელებს. პროექტის ძირითადი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“. პროექტი სამწლიანია, მისი ბიუჯეტი შეადგენს 1,2 მილიონ ევროს და მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერას საქართველოში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია