კახეთში, სასტუმროში „ამბასადორი კაჭრეთი“ „კახეთის ეკონომიკური ფორუმი - 2022" გაიხსნა

კახეთში, სასტუმროში „ამბასადორი კაჭრეთი“ „კახეთის ეკონომიკური ფორუმი - 2022" გაიხსნა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფორუმი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინიციატივით იმართება, მასში მონაწილეობენ რეგიონში მოქმედი მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები და მეწარმეები.

ღონისძიების ფარგლებში საგამოფენო სივრცეში, წარმოდგენილია ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა. კახეთის ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად მოწვეული არიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები. პანელურ სესიაზე, ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობისა და პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

კახეთის ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავს პანდემიის დასრულების შემდეგ, დარგის სტიმულირების, გაჯანსაღებისა და განვითარების მიზნით, კახეთის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ფართო აუდიტორიისათვის ინფორმაციის მიწოდებას, რეგიონში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, ინვესტიციების მოზიდვას, რეგიონში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისა და მეწარმეების საქმიანობის პოპულარიზაციას, ასევე, ერთიანი საგამოფენო პლატფორმის შეთავაზებასა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას.

კახეთის ეკონომიკური ფორუმი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტების ჩართულობითა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) „ვიზიტ კახეთი“ - ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!