ოლენა ზელენსკა - უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის დანაშაულებს არც ერთი გამართლება არ მოეძებნოს მსოფლიოში

უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის დანაშაულებს არც ერთი გამართლება არ მოეძებნოს მსოფლიოში, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ელენა ზელენსკამ ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

„ბავშვები, რომლებიც იქ ჩავიდნენ რათა ცოტა ხნით მაინც დაევიწყებინათ ომი და გაეხსენებინათ, როგორია ზაფხულის არდადეგები ზღვასთან ახლოს. ბიჭი 12 წლის, შესაძლოა მათი მეგობარი, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ ძილის წინ დაშორდნენ, მოკვდა. შეუძლებელია ამაზე ფიქრი და ამასთანავე, შეუძლებელია ამაზე არ იფიქრო“, - განაცხადა ელენა ზელენსკამ.

მისი თქმით, ყოველდღიურად, როდესაც უკრაინელები დასაძინებლად მიდიან, არ იციან გაიღვიძებენ თუ არა.

„დიდი ხანია უკვე აღარ არის საჭირო იყო გადაწყვეტილების მიღების ცენტრის ან სტრატეგიული ობიექტის სიახლოვეს ცხოვრება, საკმარისია მხოლოდ იყო უკრაინელი, რომ შენს სახლში მოფრინდეს ბომბი“,- განაცხადა პირველმა ლედიმ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა