დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები სიკვდილით დასჯის გამოყენებას 2025 წლიდან დაიწყებენ

დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები სიკვდილით დასჯის გამოყენებას 2025 წლიდან დაიწყებენ

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები სიკვდილით დასჯის გამოყენებას 2025 წლიდან დაიწყებენ.

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ სასამართლომ ორ ბრიტანელს, ეიდენ ასლინს და შონ პინერს, ისევე როგორც, მაროკოს მოქალაქე ბრაჰიმ საადუნს „ტერორიზმის“ ბრალდებით სიკვდილი მიუსაჯა. აღნიშნული გაერთიანებულ სამეფოში დაგმეს და მას „ყალბი გადაწყვეტილება“ უწოდეს.

ახალი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სიკვდილით დასჯა უნდა განხორციელდეს საცეცხლე მსროლელი რაზმის მიერ და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს აქვს სიკვდილმისჯილის შეწყალების უფლება.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, გაურკვეველია, რას ნიშნავს ეს ახალი წესები დატყვევებულ ბრიტანელი და მაროკოელი მამაკაცებისთვის.

შეგახსენებთ, გუშინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) რუსეთს დაავალა, რომ არ დაისაჯოს სიკვდილით ორი ბრიტანელი, რომლებიც რუსულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს.

საპასუხოდ, კრემლმა განაცხადა, რომ ის არ ექვემდებარება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. რუსეთმა აღნიშნული სასამართლო მას შემდეგ დატოვა, რაც მისი ჯარები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.