ირაკლი კობახიძე - ვერ დავეშვებით "ჭუტას" დონეზე - ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამას ეთიკისა და კანონის დონეზე გაეცა შესაბამისი პასუხი

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა „ბინძურ პროვოკაციაზე პასუხი კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო”.

როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მსგავს პროვოკაციაზე მასაც ანალოგიური პასუხი ექნებოდა.

„რაც შეეხება გუშინდელ სამწუხარო ინციდენტს, ყველამ იცის ამ ინციდენტის დეტალები რა როგორ მოხდა. ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული საელჩოს ტერიტორია გახდა პროვოკაციის მოწყობის არეალი. ეს არის ძალიან სამწუხარო. რაც შეეხება გაგრძელებას, ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი და მისი პროვოკაცია არ დარჩა პასუხგაუცემელი. რაც შეეხება მანდატების დატოვებას, აბსურდია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამაზე კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პროვოკატორმა პასუხი; ამას სჭირდება სათანადო რეაგირება“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის განმარტებით, მისთვის ცნობილია ის ფრაზა, რომელიც ვატო წერეთელმა ანრი ოხანაშვილს უთხრა, თუმცა, კობახიძე ამბობს, რომ მას „ეთიკურობიდან გამომდინარე ვერ გაიმეორებს“.

„ვერ დავეშვებით "ჭუტას" დონეზე. ეს არის ძალიან მარტივი რამ. ჭუტას დონეზე არ დავეშვები არასდროს. ანრის დონეზე ვარ ახლაც. ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის დონეზე გაეცა შესაბამისი პასუხი. შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია, მეც იგივეს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები. „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა