ხათუნა ბურკაძე - ჩვენ დავინახეთ ხელისუფლების მზაობა, რომ დაიწყოს პოლარიზაციის შემცირების პროცესი, ოპოზიციის ჩართულობა და ამ ინიციატივების მიღება არის მნიშვნელოვანი, რათა პროცესი დაიწყოს

„ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორის, ხათუნა ბურკაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დღევანდელი ინიციატივებით გამოჩნდა ხელისუფლების მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყოს პოლარიზაციის შემცირების პროცესი. ამის შესახებ ხათუნა ბურკაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ ინიციატივების მიღება მნიშვნელოვანია.

„ორივე მხარემ კარგად უნდა გაანალიზოს თავისი წილი პასუხისმგებლობა. ჩვენ დავინახეთ ხელისუფლების მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყოს პოლარიზაციის შემცირების პროცესი და დაიწყოს ერთობლივად ფიქრი, მსჯელობა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა რეფორმების განხორციელებისკენ. ოპოზიციის ჩართულობა და ოპოზიციის მიერ ამ ინიციატივების მიღება არის მნიშვნელოვანი, რათა პროცესი დაიწყოს. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, ჩვენ კარგად უნდა გავაანალიზოთ, როგორ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უწევს ქვეყანას მთელ რიგ გამოწვევასთან ბრძოლა, ვითარება ძალიან რთულია”, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

ხათუნა ბურკაძის შეფასებით, ყველა მხარემ უნდა გადადოს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი გვერდზე და უნდა იმოქმედოს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

„რა თქმა უნდა, მისასალმებელია ასეთი ტიპის სამუშაო ჯგუფების შექმნა იმიტომ, რომ პრაქტიკულად თემატურად ასახავს ყველა იმ 12 პუნქტს, რომელიც შემოგვთავაზა ევროკომისიამ და ძალიან მკაფიოდ გვითხრა, რომ ეს არის ის საგზაო რუკა, რომელსაც უნდა მივყვეთ და რომლის მიხედვითაც უნდა განვახორციელოთ რეფორმები და სწორედ ეს არის ის გზა, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე.

ყველა მხარემ უნდა გადადოს თავისი კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი გვერდზე და იმოქმედოს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესი გულისხმობს მშვიდობიან რეჟიმში, კონსტრუქციულად, მხარეებს შორის კომპრომისის მიღწევას და საერთო შეთანხმების საფუძველზე იმ საერთო დღის წესრიგის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს იმ რეფორმების განხორციელებას, რომელზედაც დღეს ბრიფინგზე იყო საუბარი“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით, ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა