ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთთან რომელიმე კონკრეტული პირის ან ადამიანთა ჯგუფის ექსტრადიცია არ განუხილავთ

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთთან რომელიმე კონკრეტული პირის ან ადამიანთა ჯგუფის ექსტრადიცია არ განუხილავთ

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ განაცხადა, რომ მის ქვეყანას თურქეთთან, მადრიდში, ნატო-ს სამიტზე გამართულ მოლაპარაკებების დროს რომელიმე კონკრეტული პირის ან ადამიანთა ჯგუფის ექსტრადიცია არ განუხილავთ.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ახლა გვაქვს ხელმოწერილი ტექსტი და ყველაფერი, რასაც ხელი მოვაწერეთ, არის ტექსტში. მადრიდში ჩვენ არ გვისაუბრია რომელიმე პიროვნების შესახებ“, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, გუშინ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ფინეთმა და შვედეთმა უნდა შეასრულონ მოლაპარაკებების დროს, ექსტრადირების შესახებ მიცემული დაპირებები, წინააღმდეგ შემთხვევაში სკანდინავიური ქვეყნების ნატო-ში წევრობის რატიფიცირება არ გადაეგზავნება თურქეთის პარლამენტს.

შეგახსენებთ, 28 ივნისს, ესპანეთის დედაქალაქში ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს უსაფრთხოების ზომების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი ოფიციალური ანკარის მიერ სკანდინავიური ქვეყნების ნატოში გაწევრიანებაზე ვეტოს სანაცვლოდ გაფორმდა. მედიის ცნობით, ხელმოწერილ მემორანდუმში მითითებული არაა ექსტრადიციისთვის განკუთვნილი პირების ვინაობა.