ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ „უსაფრთხოების ატმოსფერო შეცვალა“

მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოინგრა. ეს არის ახალი ვითარება, ახალი ტიპის რკინის კედელი რუსეთსა და სხვა ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ CNN-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ახალი რეალობა.

„მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოინგრა. ეს არის ახალი ვითარება, ახალი ტიპის რკინის კედელი რუსეთსა და სხვა ქვეყნებს შორის და რა თქმა უნდა, ეს ეფუძნება რუსეთის აგრესიას, მის მეზობელ უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა ჰაავისტომ.

ჰაავისტომ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ "უსაფრთხოების ატმოსფერო შეცვალა".

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ "ატომური და ქიმიური იარაღის შესახებ თავისუფალ მოლაპარაკებებზე" შეშფოთება არსებობს, რამაც, მისი თქმით, მსოფლიო ცივი ომის დროს "კუბის კრიზისში" დააბრუნა.

„დიახ, ჩვენ ძლიერი, ტრადიციული არმია გვყავს. ჩვენ გვაქვს F-35-ები და ა.შ. მაგრამ რა მოხდება, თუ არატრადიციული იარაღით დაგვემუქრებიან?" - დასძინა ჰაავისტომ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს