ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს კიევში შეხვდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის ლიდერი "ტელეგრამის" გვერდზე წერს.

„უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე მუშაობა გრძელდება. მადლობელი ვარ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის, ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელ პროცესებში უშუალო მონაწილეობისთვის. მნიშვნელოვანია ძლიერი ექსპერტების გაერთიანება, რომელთაც პრაქტიკული გამოცდილება აქვთ", - წერს ზელენსკი.

უკრაინული მედიის ცნობით, რასმუსენი კიევში 1-ელ ივლისს ჩავიდა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება