ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ მას აიძულებენ, საათობით ვლადიმერ პუტინის პორტრეტის ქვეშ იჯდეს

ციხეში მყოფმა კრემლის კრიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ მას აიძულებენ, მონაწილეობა მიიღოს „საგანმანათლებლო აქტივობებში“, მათ შორის, აიძულებენ, რომ საათობით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პორტრეტის ქვეშ იჯდეს.

გასულ თვეში, ნავალნი ქალაქ ვლადიმირთან, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, ახალ ციხეში საკუთარი ცხოვრება აღწერა და დასძინა, რომ კვირაში ხუთი დღე, შვიდი საათის განმავლობაში კერვა უწევდა.

ნავალნის თქმით, "საგანმანათლებლო საქმიანობა" ეწოდება მუშაობის შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში, ხის სკამზე პუტინის პორტრეტის ქვეშ ჯდომას.

„არ ვიცი, ამგვარ აქტივობებს ვინ შეუძლია „გაანათლოს", გარდა ცუდი ზურგის მქონე ინვალიდისა. მაგრამ იქნებ ეს არის მიზანი“, - დასძინა კრემლის კრიტიკოსმა.

ნავალნიმ თავის ახალ საპყრობილეს „ციხე ციხეში“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის მსჯავრდებულ მკვლელებთან ერთად იხდიდა სასჯელს.

სოციალურ ქსელში მან თავისი ციხის ცხოვრება რუსეთის მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დიმიტრი მედვედევს შეადარა და დასძინა, რომ მის საკანში იყო დინამიკი, რომელიც ისეთ სიმღერებს უკრავს, როგორიცაა "დიდება ეფ-ეს-ბე-ს".

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა