ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი - ვოლოდიმირ ზელენსკის სურს ნორვეგიისგან უკრაინაში გაზის მიწოდების საკითხი განიხილოს

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ შტორე აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს ნორვეგიისგან უკრაინაში გაზის მიწოდების საკითხი განიხილოს,- ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერმა კიევში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ აუცილებლად გამართავს შეხვედრებს იმ კომპანიებთან, რომლებიც, ნორვეგიული გაზის მოპოვებითა და მსოფლიოს მასშტაბით ექსპორტით არიან დაკავებულნი.

”ომის დაწყების შემდეგ და მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეწყვიტა გაზის მიწოდება, ჩემი ბევრი ევროპელი კოლეგა პირველ რიგში კითხულობს: შეასრულებს თუ არა ნორვეგია ვალდებულებებს? და ჩემი პასუხია, დიახ! შეუძლია თუ არა ნორვეგიას გაზარდოს წარმოება? პასუხი არის ის, რომ ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს ვაწარმოებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ გაზის მიწოდება ევროპაში“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 1 მილიარდი ევროს გამოყოფის პირობა დადო.

როგორც შტორემ განაცხადა, აღნიშნული თანხა გაჭირვებაში მყოფი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, თავის დასაცავად და რეკონსტრუქციისთვის არის განკუთვნილი.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს