უკრაინამ თურქეთს მოუწოდა, დააკავოს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელსაც რამდენიმე ათასი ტონა მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა

უკრაინამ თურქეთს მოუწოდა, დააკავოს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელსაც რამდენიმე ათასი ტონა მარცვლეული გადაჰქონდა. კიევის მტკიცებით, აღნიშნული მარცვლეული რუსეთის მიერ არის მოპარული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, სატვირთო გემმა Zhibek Zholy-მ მარცვლეული რუსეთის მიერ ოკუპირებული ბერდიანსკის პორტიდან თურქეთის პორტ კარასუსკენ წაიღო.
ამასთან, როგორც მედია იუწყება, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა თურქეთს წერილი მისწერა, სადაც დეტალურად აღწერა ვითარება, რომელსაც იგი მარცვლეულის უკანონო ექსპორტს უწოდებს.

























