არსებული ინფორმაციით, ქუთაისში მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

ქუთაისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. ყოფილმა მეუღლემ ქალს ჭრილობა დანით მიაყენა.

36 წლის ქალის ყოფილი მეუღლე სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე აიყვანეს. სავარაუდო დამნაშავე, ბინაში მეზობლებმა ჩაკეტეს და პოლიცია გამოიძახეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საღამოს ბინიდან ყვირილის ხმა შემოესმათ, ადგილზე მისულებს კარი დაკეტილი დახვდათ და მათ ბინაში მყოფ მამაკაცს ადგილის დატოვების უფლება არ მისცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან