უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბელარუსი უკრაინის საზღვართან მიმდინარე სამობილიზაციო წვრთნებს 9 ივლისამდე აგრძელებს.
„არსებული ინფორმაციით, ვოლინისა და პოლესკის მიმართულებით, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში სამობილიზაციო წვრთნების ვადები გაგრძელდა მიმდინარე წლის 9 ივლისამდე (წინა თარიღები იყო 2022 წლის 22 ივნისი - 1 ივლისი),“- ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.
მათივე ცნობით, აღნიშნული ზომების ფარგლებში გომელის ოლქი სამხედროების გამოძახებას აგრძელებს.
"გომელის ოლქის სამხედრო კომისარიატების მეშვეობით გრძელდება გამოძახების გაგზავნა. გარდა ამისა, ექიმებს ეცნობა ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის შესახებ", - ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.