პრემიერ-მინისტრი დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს დეიმონ ვილსონს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან მრავალწლიან პარტნიორობას. ხაზი გაესვა NED-თან აქტიურ თანამშრომლობას, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის მხარდაჭერის მიმართულებით. გამოითქვა მზადყოფნა, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული მჭიდრო თანამშრომლობისა და სამომავლო პარტნიორობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

ყურადღება დაეთმო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველომ უკვე გაატარა მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის შედეგები აისახება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, მიაღწიოს შემდგომ პროგრესს იმ რეფორმების მიმართულებით, რაც, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პროგრამის ოფიცერი იან მაკგინითი და პროგრამის ოფიცრის ასისტენტი ენდრიუ ლინდერი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა