ალექსანდრე ლუკაშენკო - პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან დაახლოებით უნდა იყვნენ დაინტერესებული

ბელარუსისა და რუსეთის საკავშირო სახელმწიფო ლოკომოტივის როლს ასრულებს ინტეგრაციის პროცესების საერთო ნაკადში, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

მან პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს საკავშირო სახელმწიფოსთან დაახლოებისკენ მოუწოდა.

"დღეს, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები გულწრფელად უნდა იყვნენ დაინტერესებული საკავშირო სახელმწიფოსთან დაახლოებით, თუ, რა თქმა უნდა, სურთ შეინარჩუნონ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ ერთად შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ გლობალურ გამოწვევებს", - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი მტკიცებით, სწრაფი ერთიანობისა და კონსოლიდაციის, სახელმწიფოთაშორისი კავშირების გაძლიერების გარეშე, შესაძლოა, ამ სახელმწიფოებმა მომავალში არსებობა შეწყვიტონ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს