კულტურისა და მედიის დარგში გერმანელი მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსული კულტურის ბოიკოტირება არასწორია

კულტურისა და მედიის დარგში გერმანელი მინისტრი კლაუდია როტი მიიჩნევს, რომ რუსული კულტურის ბოიკოტირება არასწორია. ამის შესახებ მან Augsburger Allgemeine-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„აბსოლუტურად არასწორად მივიჩნევ ყველაფრის ბოიკოტირებას, რაც რუსულ კულტურას ეხება“,- განაცხადა მინისტრმა.

მან გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ქალაქის მერმა ახალგაზრდულ ორკესტრს ჩაიკოვსკის დაკვრა აუკრძალა. მისი თქმით, შედგა საჯარო განხილვა, რომლის შემდეგაც კონცერტი დაუშვეს.

„მაგრამ, რა თქმა უნდა, დისკუსია გრძელდება. არსებობს დიდი განუსაზღვრელობა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოვექცეთ რუსულ კულტურას. ვფიქრობ, ბოიკოტი სრულებით არასწორია. არსებობს ასეთი დიდებული რუსული კულტურა, მუსიკა, ლიტერატურა, ანტონ ჩეხოვი. მე არ მივცემ პუტინს უფლებას, ჩეხოვი წამართვას“,- განაცხადა გერმანიის კულტურის მინისტრმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა