გიორგი ვაშაძე - ჩვენ, უბრალოდ ხალხმა უნდა ვირწმუნოთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია - "ქართულ ოცნებას" უნდა რწმენის გატეხვა

"ჩვენ, უბრალოდ ხალხმა უნდა ვირწმუნოთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია. "ქართულ ოცნებას" უნდა რწმენის გატეხვა, რომ შეგვიძლია, ევროკავშირისკენაც წავიდეთ და გავიმარჯვოთ”,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძე განმარტავს, სანამ ჩვენ დავიჯერებთ ჩვენს ძალებს, ვერ მოგვერევიან, ვერ აიცილებენ ევროპული ინტეგრაცის გზას.

„ბანდიტებს ახვედრებენ ხალხს, მწერლებს და საზოგადო მოღვაწეებს უვარდებიან, იმიტომ რომ ჩვენი გულწრფელი რწმენა უნდათ გატეხონ. ის რწმენა, რომელიც ჩანდა 20-ში, ჩანდა 24-ში უნდათ რომ შებღალონ.

უნდათ შინაგანი თავდაჯერებულობის გატეხვა, რომ სამშობლო უპირველეს ყოვლისა. ამიტომ, ჩვენ მზადვართ, რომ შევიკრიბოთ მშვიდობიანად, ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს.

ამერიკის საელჩოში რატომ იძალადეს? ამ რწმენის გასტეხად იძალადეს. რატომ მიუვარდნენ ვისაც მიუვარდნენ? - ამ რწმენის გასატეხად მიუვარდნენ. ამიტომ სანამ ჩვენ დავიჯერებთ ჩვენს ძალებს ესენი ვერ მოგვერევიან და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აიცილებენ ევროპული ინტეგრაცის გზას" , - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს