პოლონეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

პოლონეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

პოლონეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად გასული დღე-ღამის განმავლობაში 7 ადამიანი, მათ შორის 2 მაშველი დაშავდა.სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, გაწყვეტილია ელექტროსადენები. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენელი კაროლ კეჟკოვსკი ავრცელებს.

მისივე განმარტებით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მაშველები 3 ათას 700-ჯერ გავიდნენ გამოძახებაზე, უამინდობის შედეგების ლიკვიდირებისთვის. ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონები დაზარალდნენ. კეჟკოვსკის ცნობით, უამინდობის გამო ქვეყნის 20 საზაფხულო ბანაკიდან მოხდა ადამიანთა ევაკუაცია, სადაც ბევრი ბავშვი იმყოფებოდა.