უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი ივანოვკა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი ივანოვკა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 18:00 საათისთვის არსებული მდგომარეობის თანახმად ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის რამდენიმე თავდასხმა მოიგერიეს რამდენიმე მიმართულებით.

„საარტილერიო თავდასხმა ხორციელდებოდა დოლინას, კურულკას, ადამოვკასა და ბარვენკოვოს რაიონებზე. ჩვენმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგეს თავდასხმები ბოგოროდიჩნოეს დასახლების მიდამოებში", - აღნიშნავს გენერალური შტაბი.

ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა