მიხაილო პოდოლიაკი - თავდაცვის თვალსაზრისით, ჩვენ ბელარუსის საზღვართან ყველაფერი მზად გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ხელისუფლება ბელარუსის ჯარების უკრაინაში შეჭრის საფრთხის არსებობის შემთხვევაში, უკრაინელებს აცნობებს. ამის შესახებ პოდოლიაკმა „ინსტაგრამის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.

მისი თქმით, რუსეთი იყენებს გავრცელებულ ინფორმაციებს ბელარუსის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ, უკრაინაში პანიკის დასათესად.

„რაც შეეხება ბელარუსს და ყველა ამ სპეკულაციას, რომ თავდასხმა დაიწყება ხვალ და ზეგ - ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რაც ხდება ბელარუსში და ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ. თავდაცვის თვალსაზრისით ჩვენ ბელარუსის საზღვართან ყველაფერი მზად გვაქვს“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს