რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, რამდენიმე აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, რამდენიმე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

დაზიანდა თერთმეტი საცხოვრებელი კორპუსი და 39 კერძო სახლი, მათ შორის ხუთი დაინგრა.

გლადკოვის თქმით, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 10 წლის ბიჭი.

„მიმდინარეობს გამოძიბა ინციდენტის გამომწვევ მიზეზებზე. სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემამ იმუშავა“ , - განაცხადა გუბერნატორმა.

დასავლური მედიის ცნობით, უკრაინული მხარე აღნიშნულ შემთხვევას, ამ ეტაპზე, არ გამოხმაურებია.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა, მრავალი ცნობა გავრცელდა რუსეთის ქალაქ ბელგოროდსა და უკრაინის მოსაზღვრე სხვა რეგიონებზე თავდასხმების შესახებ, რა დროსაც ოფიციალური მოსკოვი კიევს თავდასხმების განხორციელებაში ადანაშაულებდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინას არ აუღია პასუხისმგებლობა წინა თავდასხმებზე, თუმცა ინციდენტებს რუსეთის შეჭრის ანაზღაურება და „კარმა“ უწოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო