სიდნეიში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია მიმდინარეობს

ავსტრალიის უდიდეს ქალაქ სიდნეიში, კოკისპირული წვიმისა და წყალდიდობის გამო, საკუთარი სახლებიდან ათობით ათასი მცხოვრების ევაკუაცია მიმდინარეობს.

„ეს არის სიცოცხლისთვის საშიში საგანგებო სიტუაცია. ჩვენ ახლა მრავალ ფრონტზე საფრთხის წინაშე ვდგავართ - წყალდიდობა, მდინარეების ადიდება და სანაპირო ზოლის ეროზია“, - განაცხადა ახალი სამხრეთ უელსის შტატის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა სტეფანი კუკმა.

მისივე თქმით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სტიქიას 83 ადამიანი გადაარჩინა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ავსტრალიაში წყალდიდობასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა კლიმატის ცვლილებამ და ლა-ნინიას კლიმატურმა ფენომენმა გააუარესა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს