ლუკაშენკო - დიდი ხანია შევქმენით შეიარაღებული ძალების ერთიანი დაჯგუფება ბელარუსისა და რუსეთის კავშირში - ჩვენ ვიყავით და ვიქნებით მოძმე რუსეთთან

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსისა და რუსეთის კავშირში დიდი ხანია შეიქმნა ერთიანი ჯარი და რომ მან "დიდი ხნის წინ დაადგინა" ბელარუსის მონაწილეობა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ.

ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო მედია ,,ბელტა“ ავრცელებს.

ბელარუსის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მემორიალურ კომპლექსში ცერემონიაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთს ამ ბრძოლაში უჭერს მხარს.

"ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს რუსებს ამ ბრძოლაში. ვინც გვკიცხავს, არ იცოდით, რომ ყველაზე ახლო ალიანსი გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან? იმ სახელმწიფოსთან, რომელთანაც ჩვენ ვაშენებთ ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს – საკავშირო სახელმწიფოს, სადაც ორი დამოუკიდებელი ხალხია.

და რა, არ იცოდნენ მათ, რომ ჩვენ დიდი ხანია შევქმენით შეიარაღებული ძალების ერთიანი დაჯგუფება ბელარუსისა და რუსეთის კავშირში? ფაქტობრივად, ერთი ჯარი. თქვენ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ გვსაყვედურობთ დღეს? ჩვენ ერთად ვიყავით და ვიქნებით მოძმე რუსეთთან ერთად. „სპეცოპერაციაში“ ჩვენი მონაწილეობა დიდი ხნის წინ განვსაზღვრე“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს მან თქვა, რომ ბელარუსები „არავის მისცემენ უფლებას ზურგში მიაყენონ დარტყმა რუსებს“.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის