დიმიტრი პესკოვი - უკრაინას მოუწევს გაიგოს რუსეთის პირობები და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინას მოუწევს, გაიგოს რუსეთის პირობები და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

“კიევს მოუწევს გაიგოს რუსეთის ფედერაციის პირობები, დაეთანხმოს მათ და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, დააფიქსიროს დოკუმენტი“, - განაცხადა პესკოვმა.

პუტინის წარმომადგენლის თქმით, დასავლეთი დღეს ფსონს დებს უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელებაზე და, სავარაუდოდ, "დასავლეთის ქვეყნები ვაშინგტონის ხელმძღვანელობით, არ აძლევენ უკრაინელებს უფლებას იფიქრონ, ისაუბრონ მშვიდობაზე ან განიხილონ მშვიდობა".

ამასთან, პესკოვმა გამოხატა რწმენა, რომ „ადრე თუ გვიან, დასავლეთში საღი აზრი გაიმარჯვებს და უკრაინაზე მოლაპარაკებები განახლდება“.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება