გერმანიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხი უკრაინის გადასაწყვეტია

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწინააღმდეგება უკრაინისადმი მოწოდებებს, აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულების შესახებ. ამის შესახებ გერმანულ მედიაზე დაყრდნობით „ევროპეისკაია პრავდა“ წერს.

მისი თქმით, მოკავშირეებმა უკრაინა უნდა გააძლიერონ მოლაპარაკებების დაწყებამდე, რაც ასევე უკრაინის გადასაწყვეტია.

„ჩვენ უნდა ჩავაყენოთ უკრაინა ისეთ მდგომარეობაში, რომ მას ჰქონდეს რაღაც მოსალაპარაკებლად. ის უნდა გავაძლიეროთ მოლაპარაკებების დაწყებამდე. ჩვენ არ განვახორციელებთ ზეწოლას უკრაინაზე. ეს რჩება უკრაინის გადასაწყვეტი, როდის წავიდეს ამ გზით“, - განაცხადა შტაინმაიერმა.

მანვე აღნიშნა, რომ არავინ ელოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეგუებას „მისი ქვეყნის სრულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ ნგრევასთან" იმპერიული ოცნებების ასასრულებლად.

რაც შეეხება გერმანიაზე ომის გავლენას, შტაინმაიერმა განაცხადა: „ასევე შესაძლებელია, რომ წინ რამდენიმე რთული წელი გველოდებოდეს“.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა