ამირან გამყრელიძე - ბოლო სამი კვირის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობის  ზრდა გვაქვს - ვთხოვ, ვისაც ერთი „ბუსტერი“ აქვს  გაკეთებული, გაიკეთოს მეორე, ვინც არ არის აცრილი, აიცრას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში საქართველოში და მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება.

მისი თქმით, ცირკულირებს B1 და B5 შტამი, რომელიც ნაკლებად აგრესიულია.

“ბოლო სამი კვირის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობის ზრდა გვაქვს. მთელ მსოფლიოში დაახლოებით, 110 და ევროპის 38 ქვეყანაში არის შემთხვევათა რაოდენობის ზრდა. დღევანდელ დილის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში 700 000-ზე მეტი შემთხვევაა, რაც ნიშანია მატების, მაგრამ ოდნავ დამამშვიდებელია ის, რომ B4 და B5 შტამი ცირკულირებს, როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთან, რომელიც ნაკლები აგრესიულობითა და უფრო მეტი გადამდებობით ხასიათდება. ამიტომაც შემთხვევათა რაოდენობა ჩვენთან იზრდება, გაორმაგებულია ყოველკვირეული ახალი შემთხვევის რაოდენობა, ეს არ ეტყობა და არ არის დატვირთული ჯანდაცვის სექტორზე, ანუ არ იმატებს ჰოსპიტალიზაცია და არ იმატებს სიკვდილიანობა.

კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნულოვანი გვაქვს ან ერთი და ორი, - ჰოსპიტალიზაცია კი ყოველდღიური 15-20-ის ფარგლებშია, მეტი არა, ანუ ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს”,- აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს.

„როგორც ჩანს, შემთხვევათა მატება იქნება. შეჩერების ერთი გზა არსებობს - ეს არის იმუნური ფენის ზრდა, ანუ ვაქცინაციის მაღალი იმუნური ფენა იყოს ქვეყანაში, ასე შევხვდეთ შემოდგომას და გავაუმჯობესოთ ვაქცინაციის მაჩვენებელი.

B4 და B5 შტამზე კარგად მოქმედებს „ბუსტერი“, იქნება პირველი თუ მეორე ბუსტერი. მოგეხსენება, რამდენიმე დღეა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მეორე „ბუსტერი“ 50 წლის ზემოთ არის დაშვებული, ხაზი მინდა გავუსვა, რომ 50 წლის ზემოთ - რადგან კოვიდის დროს გართულებები სწორედ ამ ასაკზე მოდის, ვთხოვ, ვისაც აქვს ერთი „ბუსტერი“ გაკეთებული გაიკეთონ მეორე, ხოლო ვინც არ არის აცრილი, მიბრძანდნენ და აიცრან.

ჩვენ მშვიდად ვიქნებით შემოდგომაზე და მეტად დაცული ვიქნებით, ნაკლები გართულება გვექნება და ნაკლები მსხვერპლი”,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში არის სამი ტიპის ვაქცინა - „ფაიზერი“, „სინოვაკი“ და „სინოფარმი“, რომლებსაც კარგი დაცვა აქვთ.

გამყრელიძის თქმით, საქართველოში ყველა საშუალება არსებობს, რათა თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია და ის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დახურულ სივრცეებში სასურველია, თვითდაცვისთვის პირბადე გამოიყენონ.

„ქვეყანაში მილიონ 200 000- ზე მეტი სრულად არის აცრილი, ხოლო 260 ათაზე მეტ ადამიანს პირველი ბუსტერი აქვს გაკეთებული.

შემოდგომაზე, სამწუხაროდ პროგნოზი არის რომ შემთხვევათა ზრდა იქნება, დიდი ალბათობით არ უნდა იყოს უფრო მეტი ფატალური შემთხვევები, როცა შემთხვევათა რაოდენობა იზრდება, რა თქმა უნდა, პროპორციულადაც, ამასთან საქმე გვქონდეს, დაცვის ერთადერთი საშუალება აცრაა.

ქვეყანას აქვს საკმაოდ ეფექტურად მოქმედი ახალი თაობის წამალი რომელიც ექიმის დანიშნულებით ეძლევა პაციენტებს დიაგნოზის დადასტურებიდან 72 საათში, იგი საკმაოდ კარგ შედეგს იძევა. ქვეყანაში ყველა საშუალება არსებობს, თვიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია და მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ დახურულ სივრცეებში სადაც იკრიბებიან დიდი რაოდენობით ადამიანები, სასურველია, თვითდაცვისთვის გამოვიყენოთ პირბადე. პირბადეც არის მნიშვნელოვანი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა