ანა დოლიძე - ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ხალხმა უნდა აიღოს - ახლა ბურთი ნამდვილად ჩვენს მოედანზეა

მუდმივად უნდა ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ, ვისაც ევროპული მომავალი გვინდა. ახლა ბურთი ნამდვილად ჩვენს მოედანზეა, - ამის შესახებ „ხალხის პარტიის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა, სადაც აქცია „წინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს.

როგორც ანა დოლიძე განმარტავს, ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ხალხმა უნდა აიღოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა, მათ შორის აქ მოსვლით დააფიქსიროს საკუთარი უკმაყოფილება და საკუთარი ევროპული ორიენტაცია. რუსულმა საინფორმაციო ომმა და საინფორმაციო ოპერაციებმა აქ არ უნდა იმუშაოს. მუდმივად უნდა ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ, ვისაც ევროპული მომავალი გვინდა. ახლა ბურთი ნამდვილად ჩვენს მოედანზეა. ფიზიკურად ღარიბაშვილი დარჩება, თუ არ დარჩება, არ არის მნიშვნელოვანი, ამ რეფორმებზე პასუხისმგებლობა ხალხმა უნდა აიღოს. სამუშაო ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები - ფართო ფორმატის მუშაობა უნდა იყოს. უკვე დავინახეთ, რომ მთავრობა კინაღამ ჩაიჭრა იმ გამოცდაში, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს“, - აღნიშნავს ანა დოლიძე.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს