პარლამენტთან მიმდინარე აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეთა ნაწილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტთან შეკრებილებს მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მშვენიერაძემ გააცნო.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს, „ბევრი ასეთი კერა გაჩნდება“.
„3 ათასი ადამიანი გვჭირდება, რომელიც მზად იქნება, მივიდეთ პირველ სიმბოლოსთან - ეს არის „ქართული ოცნების“ ოფისი. აქედან წავა 3 ათასი ადამიანი, არც მეტი არც ნაკლები. წინ მე წავალ და 3 ათასი ადამიანი ვდგებით „ქართული ოცნების“ ოფისთან. დანარჩენები ვრჩებით აქ. იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია. თუ ხელისუფლება მომდევნო წუთების განმავლობაში არ გადადგამს ნაბიჯებს უკან, ბევრი ასეთი კერა გაჩნდება. მე რომ აქ აღარ ვიქნები, დანარჩენს ჩემი თანამებრძოლები გეტყვიან. ჩვენი იქ მისვლა უნდა იყოს არაძალადობრივი. ძალადობა აწყობს ხელისუფლებას“,- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ, რის შემდეგაც აქციის მონაწილეთა ნაწილი "ქართული ოცნების" ოფისისკენ დაიძრა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"