ნიკა სიმონიშვილი - „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ე.წ. გეგმა ორიენტირებულია დროის უაზროდ გაწელვაზე - ხელისუფლებამ კარგად იცის, რა აქვს გასაკეთებელი

„ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ე.წ. გეგმა შემოგვთავაზა, რომელიც ორიენტირებულია დროის უაზროდ გაწელვაზე - ხელისუფლებამ კარგად იცის, რა აქვს გასაკეთებელი, ჩვენ ამას წლების განმავლობაში ვეუბნებოდით, თუმცა არ გვისმენდა, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, სამოქალაქო სექტორი მოითხოვს, რომ ხელისუფლება საზოგადოებას ელაპარაკებოდეს და არ ლანძღავდეს. ამასთან, ქვეყანაში იყოს სამართლიანობა.

„ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ე.წ. გეგმა შემოგვთავაზა, რომელიც ორიენტირებულია არა საქმეზე, არამედ მხოლოდ ლაპარაკზე. ორიენტირებულია დროის უაზროდ გაწელვაზე და არა იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ჩვენ ამ ქვეყანაში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა შევიმუშავეთ გეგმა, რომელიც 12 პუნქტის შესასრულებლად არის საჭირო და მოგვცემს შესაძლებლობას, წინ წავიდეთ და კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ხელისუფლებამ კარგად იცის, რა აქვს გასაკეთებელი, ჩვენ ამას წლების განმავლობაში ვეუბნებოდით, თუმცა არ გვისმენდა. მოკლედ შევეხები გეგმას, რომელიც შევთავაზეთ და უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რეფორმის გატარებას, საბჭოში შესაბამისი წევრების სამართლიანი გადაწყვეტილებით დანიშვნას. ვითხოვთ, დასრულდეს პოლარიზაცია და დაპირისპირება, დავუბრუნდეთ მიშელის შეთანხმებას და ერთად ვიმუშაოთ ქვეყნის წინსვლისთვის. ვითხოვთ, ძალაუფლება განაწილდეს, ვითხოვთ, სამართლიან საარჩევნო სისტემას. ვითხოვთ, რომ თითოეული ადამიანის უფლება დაცული იყოს, ვითხოვთ ყველა ადამიანს სამართლიანად და თანასწორად მოვეპყროთ. მოვითხოვთ, ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას გვაწვდიან, თავდასხმის მსხვერპლები არ იყვნენ, მათზე თავდამსხმელები, ორგანიზატორები და წამქეზებლები დასჯილები იყვნენ. მოვითხოვთ, რომ ქალთა უფლებები დაცული იყოს და მხოლოდ სადღეგრძელოები არ გვესმოდეს. ვითხოვთ, სანდო სახალხო დამცველი გვყავდეს. მოვითხოვთ, რომ საზოგადოებას ელაპარაკებოდეს ხელისუფლება და არა ლანძღავდეს, ეს არის ის, რაც საბოლოო ჯამში იქამდე მიგვიყვანს, რომ ერთპიროვნული მმართველობა დასრულდება, დასრულდება ეს ყველაფერი დეოლიგარქიზაციით. რასაც ჩვენ ვითხოვთ მინიმუმია, ამ მინიმუმით ქვეყანა წინ წავა. ვითხოვთ სამართლიანობას და არა უსამართლობას. ვითხოვთ სიმართლეს და არა ტყუილს“, - აღნიშნავს სიმონიშვილი.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა