აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც ღამეს გაათენებენ.

აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, 4 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომაა დაგეგმილი, რომელსაც დილიდან ხმაურით უნდა შეხვდნენ.

,,მთავრობის სხდომა იმართება ორშაბათს, დილით კანცელარიაში. ამიტომ მივიდეთ და გავაგონოთ ჩვენი ხმა. ჩვენ მთელი ღამით ვიქნებით დაბანაკებული, შეგიძლია თქვენც შემოგვიერთდეთ. ყველამ ერთად ჩავაბაროთ ეროვნული გამოცდა”, - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია - ,,შინ ევროპისკენ” 20:00 საათზე დაიწყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან