ბაჩო დოლიძე - ყველაფერს რეალისტურად უნდა შევხედოთ, ერთი ან ორი გამოსვლით ასეთი რეჟიმები არ იცვლებიან - ყველანი ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ გადავაბრალოთ სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც უძღვება აქციებს

რუსთაველზე დავინახე ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას“. მათთან საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ საქართველოში არის საკითხები, რომლის ირგვლივაც ყველა ერთიანდება. პოლიტიკოსები ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ „საბანი ჩვენზე არ გადმოვწიოთ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ არ იღებენ პოლიტიკოსები აქციის მიმდინარეობაში აქტიურ მონაწილეობას, დოლიძის შეფასებით, პოლიტიკოსებმა „ფალს სტარტი“ არ უნდა დაუშვან.

„ყველაფერს რეალისტურად უნდა შევხედოთ, ერთი ან ორი გამოსვლით ასეთი რეჟიმები არ იცვლებიან. ეს არის არა პოლიტიკურ-პარტიულ ჭრილში მყოფი საკითხი, არამედ საქვეყნო საკითხი. ყველანი ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ გადავაბრალოთ სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც უძღვება აქციებს, ეს თითოეული ჩვენგანის ამოცანაა. რადიკალიზაცია მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ეხმარება იმ სიტუაციის გამყარებაში, რომელშიც არიან. არ დაგვავიწყდეს საერთაშორისო პარტნიორების ფაქტორი, რომლებიც ბოლო პერიოდში შემოტრიალებული არიან ოპოზიციის მხარეს. ჩვენში ხედავენ იმ ესტაფეტის გაგრძელებს, რომელსაც ჰქვია ევროინტეგრაცია.

პოლიტიკოსებმა „ფალს სტარტი“ არ უნდა დავუშვათ, ყველაფერს აქვს თავისი დრო და თავისი ფორმა. ჩვენ შორს არ ვართ პროცესებიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში ინიციატივა დავუთმეთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. არავინ გამართავდა ჭიდაობას ტრიბუნაზე ასასვლელად. თუ ყველანი შევთანხმდებით, რომ ერთიანი ძალებით, ან პოლიტიკოსების ძალებით უნდა განხორციელდეს შემდეგი ნაბიჯები რა თქმა უნდა, ასე მოხდება. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ პროცესები სწორად მიმდინარეობს და პოლიტიკოსების მეტი აქტიურობა ამ პროცესს ავნებდა“, - აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო