საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მარნეულის გგს-ში ოდორიზაციის კვანძის სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 6 ივლისს მარნეულის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის კვანძის სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს.

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 6 ივლისს 10:00-დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდებაშეუწყდებათ მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდას.

„ ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავეაღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა დაგაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?