ირაკლი კობახიძე - დიტო სამხარაძემ საზოგადოების წინაშე მოიხადა ბოდიში და ამით ყველაფერი ნათქვამია

დიტო სამხარაძემ საზოგადოების წინაშე მოიხადა ბოდიში და ამით ყველაფერი ნათქვამია, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, უმრავლესობის წევრის, დიმიტრი სამხარაძის მიერ აქციის მონაწილეებისა და პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაკეთებული უცენზურო გამონათქვამები.

მისი თქმით, უხამსი სიტყვების გამოყენება და უხამსობა „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მედიასაშუალებების ერთ-ერთი პიარული ხაზია.

„დიტო სამხარაძემ თვითონ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. მან საზოგადოების წინაშე მოიხადა ბოდიში და ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, გამოხატვის ფორმების მიმართ არის ცნობილი და ჩვენ ყოველთვის ამაზე ვაპელირებდით, თუმცა, რაც შეეხება უხამსი სიტყვების გამოყენებას და უხამსობას, მათ შორის, ტელეეთერებში, ეს არის ამ პოლიტიკური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მედიასაშუალებების ერთ-ერთი პიარული ხაზი. ჩვენ ამ ხაზს ყოველთვის ვაპროტესტებდით წლების მანძილზე, განსაკუთრებით 2018 წლის შემდეგ, თუმცა ამ პროტესტს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნებისმიერი უხამსობა, ბილწსიტყვაობა და მითუმეტეს, ამის ჩვეულებრივ მოვლენად ქცევა, ეს არის ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული და ამას აკეთებთ თქვენ, თქვენი პარტია და ტელევიზიები“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისთან მისულ აქციის მონაწილეებსა და პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის უხამსი სიტყვებით მიმართა. შესაბამისი ვიდეო მან სოციალურ ქსელში ატვირთა, მოგვიანებით კი წაშალა. მანამდე მან Facebook-ზე დაწერა: „10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს“.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა