დმიტრო კულება - რუსეთის მხარეს ბელარუსის ომში ჩართვის რისკი გაიზრდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარის წარმატების პროპორციულად

რუსეთის მხარეს ბელარუსის ომში ჩართვის რისკი გაიზრდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარის წარმატების პროპორციულად, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ LB.ua.-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჯერ ერთი რუსეთი უკვე იყენებს ბელარუსის ტერიტორიას. თუ საუბარი ეხება ბელარუსის ჯარს, ვფიქრობ, რომ ეს რისკი გაიზრდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარის წარმატებით პროპორციულად. იქამდე, სანამ ბელარუსის ჯარს ექნება ცხადი აღქმა იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მათ სერიოზული ზარალი მოუტანონ, ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან უკან დახევას. ამ დროის მდგომარეობით, მათ ეს ცხადად ესმით“, - განაცხადა კულებამ.

ბელარუსთან დიპლომატიური კავშირების შეფასებისას, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკიდურესად შეზღუდული კომუნიკაცია აქვთ.

„ჩვენ გვყავს ელჩი ბელარუსში, ჩვენ გვაქვს საელჩო ბელარუსში, მათ აქვთ საელჩო კიევში. ეს ურთიერთობის ერთადერთ არხია ანუ ყველაფერი ძალიან მშრალი და ოფიციალურია, მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ იქ ყოველდღიურად ივსება საფოსტო ყუთი კომუნიკაციის სიჭარბისგან, ეს ასე არ არის“, - განაცხადა უკრაინის პირველმა დიპლომატმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი