იაგო ხვიჩია - ექვსი თვის თავზე უნდა იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ პერიოდისთვის მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს საზღვარგარეთ - ჩხუბი უნდა დამთავრდეს

დავასკვენი, რომ ოპოზიციის ნაწილს პროპორციული არჩევნები და საკონსტიტუციო ცვლილებები გვაწუხებს, "ნაციონალურ მოძრაობას" აწუხებს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხი - ეს ორი საკითხია, რომლის მიმართ გამოკვეთილი ინტერესი ჩანს პოლიტიკურ პარტიებში , - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ოპოზიციას რაც აწუხებს, ამის მიხედვით უნდა განხორციელდეს სამოქმედო გეგმის ფორმირება.

კითხვაზე, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება სააკაშვილის საკითხზე გადის თუ არა, ხვიჩია პასუხობს, რომ მისი აზრით, „კი“.

„იქიდან გამომდინარე, რომ არ მგონია, მოთხოვნები შევასრულოთ, განსაკუთრებით დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის ნაწილში და ეს აღიაროს ოპოზიციამ, თუ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, რადგან სააკაშვილი ციხეში არის დაძაბულობის წყარო. ამიტომ ვთავაზობდი ჩემს კოლეგებს, რომ გვქონდეს პროპორციული არჩევნები. ზოგადად უნდა ვიცოდეთ პროცესში, რა მიგვაჩნია, რომ ექვსი თვის თავზე იყოს გაკეთებული: ერთი უნდა იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები და მეორე, ამ პერიოდისთვის მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს საზღვარგარეთ. იცით, რომ ეს ჩვენი მოთხოვნა იყო მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დაიჭირეს. კოლეგების სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ და ამაზე ვსაუბრობთ. ჩხუბი უნდა დამთავრდეს, მივხვდი, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ამ ჩხუბს არ დაასრულებს, "ქართულ ოცნებას" ისედაც არ უნდა ჩხუბის დასრულება, " - განაცხადა ხვიჩიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა