გიგა ბოკერია - მასხარების ბოდვებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რეჟიმის მოშორებაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული

ბოდვებს ყურადღება არ მივაქციოთ, მით უმეტეს დეტალებს, თუ რას იტყვის ივანიშვილის მორიგი მასხარა. ეს ადამიანები არც ფაქტებს სცემენ პატივს, არც საკუთარ თავებს და არც საზოგადოებას , - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებებს.

მისი თქმით, უნდა ვფოკუსირდეთ მთავარ ამოცანაზე ამ ქვეყნის თავისუფლებასა და სამშვიდობოზე გასვლაზე.

„ივანიშვილი და ეს ხალხი ნიშნავს პუტინის ჭაობში ჩარჩენას და მათი მშვიდობიანი გზით მოშორება აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი მშვიდობიანი მისია შევასრულოთ. ამაზე უნდა ვიყოთ მხოლოდ ფოკუსირებულნი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საზოგადოებამ დაინახა, რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნის მიღწევას - ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან