ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ისვრის ნგრევისთვის, უკრაინა კი - გადარჩენისთვის - იარაღს ვერ დავდებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გავქრებით, როგორც სახელმწიფო, როგორც ერი

რუსეთი ისვრის ნგრევისთვის, უკრაინა კი გადარჩენისთვის. ომი რუსეთის ფედერაციის ეროვნული იდეაა. უკრაინის ეროვნული იდეა მშვიდობაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც დღეს იაპონიის უნივერსიტეტის საზოგადოებას მიმართა.

„უკრაინაში ომია. ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ დაიწყო, აგრძელებს და არ უნდა, შეაჩეროს. უკრაინა იცავს საკუთარ მიწას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიას. უკრაინა იბრძვის მშვიდობისთვის. ეს XXI საუკუნის სასტიკი პარადოქსია და ჩვენთვის ეს რეალობაა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის მთავარი მიზანი მშვიდობაა, რომელიც მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და უკრაინის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები დაიწყო.

„იარაღს ვერ დავდებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გავქრებით, როგორც სახელმწიფო, როგორც ერი, უბრალოდ როგორც ხალხი. რუსეთმა აირჩია ომის გზა, უკრაინა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე იბრძვის. რუსეთი ისვრის ნგრევისთვის, უკრაინა კი გადარჩენისთვის. ომი რუსეთის ფედერაციის ეროვნული იდეაა. უკრაინის ეროვნული იდეა მშვიდობაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სწორედ მშვიდობაა უკრაინისთვის ბრძოლის მიზეზი, „მშვიდობა მომავლისათვის.“

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის