ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენ ყველა: უკრაინა, ევროპა და დემოკრატიული სამყარო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის აღდგენის ეროვნული გეგმის საკვანძო პრინციპები წარმოადგინა.

მისი თქმით, ეს პრინციპებია: მაქსიმალური უსაფრთხოება და მაქსიმალური ტექნოლოგიურობა, გარემოსდაცვითი სტანდარტების მაქსიმალური დაცვა, მწვანე ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენება და ბარიერების გარეშე პრინციპების დანერგვა.

ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა შვეიცარიაში ლუგანოში, უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ისაუბრა.

„რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დაპყრობის, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების, ჩვენი დამოუკიდებლობის გატეხვის მცდელობაა, არამედ ეს გაცილებით ფართო მსოფლმხედველობრივი წინააღმდეგობაა, ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული სისტემაა, რომელიც აშენებულია რუსეთის მიერ და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის თითქოს უფრო ძლიერია ვიდრე ჩვენ ყველა - უკრაინა, ევროპა და დემოკრატიული სამყარო“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ევროპა სუსტია და არ შეუძლია საკუთარი ღირებულებების დაცვა.

„ასეთი მსოფლმხედველობრივი მოტივი იკვეთება რუსეთის ფედერაციის ყველა ქმედებაში. რუსეთის მიერ შექმნილი ყველა კრიზისი - ინფლაციური, სასურსათო, ენერგეტიკული, საიმიგრაციო - ეს ყველაზე მსოფლმხედველური და იდეოლოგიური გამოცდაა. მაგრამ მისი ყველაზე სასტიკი გამოცდა რუსეთის ფედერაციის აგრესიაა უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მას სურს დაიბრუნოს თავისი კონტროლის ზონაში. ამ აგრესიით რუსეთს სურს დაამტკიცოს, რომ მას ექვემდებარება არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ ადამიანების სიცოცხლეც და რომ თითქოს მას შეუძლია გადაწყვიტოს ყველას ნაცვლად, ექნება თუ არა მათ სიცოცხლე საერთოდ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ომი არის რუსეთის თავდასხმა იმაზე, რაც ევროპისთვის ღირებულია, ამიტომ უკრაინის აღდგენა არ არის ადგილობრივი პროექტი, არა ერთი ხალხის პროექტი, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსა და ყველა ქვეყნის საერთო ამოცანა, რომლებსაც საკუთარ თავზე შეუძლიათ თქვან - "ჩვენ ცივილიზებულები ვართ".

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა