გიგა ბოკერია - „დეოლიგარქიზაცია“ საერთაშორისო სიტყვაა და ქართულ ენაზე ივანიშვილის ჩამოცილებას ნიშნავს

რეჟიმის ბუნება, არსი, რაზეც დგას, როგორც დგას, შეუთავსებელია ჩვენ ეროვნულ ინტერესებთან და თავისუფალ სამყაროში დაბრუნებასთან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, მთავარია ხალხთან საუბარი და არა სხვებისთვის ულტიმატუმების წაყენება.

„რომც გაგვიმართლოს და საოცრება მოხდეს, ზოგჯერ საოცრებები ხდება, სხვა არგუმენტების - გეოპოლიტიკური არგუმენტების გამო, კანდიდატობის ამბავი მოხდეს, ან მომხდარიყო ადრე, კარგი იქნებოდა და რომ არ მოხდა, ივანიშვილის რეჟიმის ბრალია ცალსახად, მაგრამ ეგეც კი რომ მომხდარიყო, ჩვენს ეროვნულ ამოცანას არ შეცვლიდა, ეს კაცი, მისი გარემოცვა, როგორც მართავს, როგორც ესმის - მათივე სიტყვებს ვეყრდნობი, როგორც ხატავენ დასავლეთს, როგორც საქართველოს მტერს, შეუთავსებელია, ამიტომ აქ გარდა ერთი გზავნილისა, რომელიც ოპოზიციას, სამოქალაქო ჯგუფებს ყველას უნდა ჰქონდეს, არის ის, რომ რაც შეიძლება მეტ მოქალაქესთან, კიდევ უფრო მეტთან ვიდრე იყო შეკრებილი, კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით არჩევნებისთვის მომზადება და ვითარების იძულება იქამდე, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი შეეგუება ძალაუფლების დაკარგვას.

არ ვაპროტესტებ იმას არანაირად, რომ სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ აქტიურები ამ პროტესტში, პირიქით, მე ვთქვი, რომ ეს ლოგიკურია იმ ვითარების გამო, რომელიც პოლიტიკურ სპექტრშია. ოღონდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში დავეთანხმებით, რადგან ბევრ ადამიანს არ მოეწონა „ევროპული საქართველოს“ ნათქვამი, რომ ე.წ. იდეა - ტექნოკრატიული მთავრობა, უნდა იყოს ხალხის მანდატით არჩეული პოლიტიკური ძალების შერჩეული. ასევე, არასწორია ულტიმატუმების მიცემა, ულტიმატუმებს იძლევი, როცა უკვე ზღვარზეა ყველაფერი და თუ ეს არ დაკმაყოფილდა, მაშინვე რაღაც ნაბიჯი გაქვს. ერთ თარიღზე კონცენტრირებაც არასწორია, ადრე ეს ზოგიერთ პარტიასაც აქვს გაკეთებული, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობას“, რაღაც თარიღს ითქვამენ, მერე ეს რჩება, ეს აწყობს ყოველთვის ავტორიტარულ რეჟიმს. „ევროპულ საქართველოს“ ღონისძიება გვაქვს ბათუმში, ქუთაისში, ჩვენ უნდა ვესაუბროთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს“, - განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, ელოდა თუ არა, აქციის ამ ფორმით დასრულებას, ბოკერია ასე პასუხობს:

„ნაციონალური მოძრაობის“ ექსტრემისტული მხარდამჭერი ისევ „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენ გვაბრალებს ამას, ვითომ ეს ჩვენი მართულია. ჩვენ განსხვავებით სხვა პარტიებისგან, თითქმის ყველასგან, ვგულისხმობ, ვინც მოლაპარაკებებშია, ღიად ვამბობდით რას არ ვეთანხმებოდით... არასერიოზული ამბავია, რაღაც გეგმა გვაქვს, მაგრამ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მთავრობამ არ გაიგოსო, ასეთი რამე არ გამიგია დიდი ხანია და მესმის, რატომ იწვევდა საღი ადამიანების ბრაზს, როგორც ბავშვებს, ისე, არ შეიძლება მოქალაქეებს ექცეოდე“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, „დეოლიგარქიზაცია საერთაშორისო სიტყვაა და ქართულ ენაზე ივანიშვილის ჩამოცილებას და ახალი ოლიგარქიზაციის არ დაშვებას ნიშნავს“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა